вторник, 24 июля 2012 г.


პროექტის სახელწოდება: წელიწადის დროები
პროექტის მთავარი იდეა (თემა): მოსწავლეებს შეეძლოთ წელიწადის დროების ჩამოთვლა, წელიწადის დროებისათვის დამახასიათებელი კლიმატის ამოცნობა.
პროექტის აქტუალობა: მოსწავლეებამდე დავიყვანო, რომ წელიწადში არის ოთხი დრო და
თითოეული დრო მოიცავს სამ თვეს.
პროექტის მიზნები: ინფორმაციის მოძიების, დამუშავებისა და გაფორმების უნარების განვითარება, წელიწადის დროების  შესახებ დასკვნების და საკუთარი არგუმენტების გაკეთება. ისტ–საშუალებების გამოყენება სასურველი ინფორმაციის ძიებისათვის (კომპიუტერი, ინტერნეტი)
მოსწავლეთა ასაკი: 7-8 წელი.
ვადები/ხანგძლივობა: ერთი წელი.

მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: შეიქმნება ელექტრონული ჟურნალი ,,წელიწადის დროები“, შეიქმნება საპრეზენტაციო ფაილები წელიწადის ყოველი დროის და თანმხლები   კლიმატის შესახებ.
საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი, ინტერნეტი, ბიბლიოთეკა.
პროექტის მსვლელობა: საპროექტო თემის შერჩევის შემდეგ შეიქმნება პროექტის გეგმა და მისი განხორციელების ეტაპები. მოსწავლეთა ერთ ნაწილს დაევალება მოიძიონ ინფორმაცია მიმდინარე წელიწადის დროის შესახებ, მეორე ჯგუფს დაევალება შეაგროვონ მცენარეები  და მათი ნაყოფი.  მოსწავლეებმა უნდა მოახდინონ ინფორმაციიების შეჯამება და წელიწადის მიმდინარე დროის კლიმატისა და ბუნებისცვალებადობიდან გამომდინარე საქმიანობის აღწერა. ყველა ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით პროექტის მონაწილეები მასწავლებელთან ერთად იმუშავებენ ელექტრონული ჟურნალის „წელიწადის დროები“ -ს შექმნაზე (მიმდინარე წელიწადის დროზე).  სასწავლო წლის დასასრულს შეიქმნება პროექტის  ანგარიში და მოხდება პროექტის პრეზენტაცია სკოლის მასწავლებლების, მოსწავლეებისა და მათი მშობლების წინაშე. პროექტის დასასრულს მოსწავლეები შეავსებენ თვითშეფასების ბარათებს.
ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქართული ენა და ლიტ., ისტ, ბუნება.
პროექტის ხელმძღვანელი:  ირა კობალაძე;
ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: I.kobaladze2012@gmail.com
პროექტის  ბლოგი: kapnistavi2012.blogspot.com


გაკვეთილის გეგმა








პირველი შეტყობინება